11:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 10:27:21, 1569 ნახვა

კომენტარი
ჭირაქაძე: იმედი მაქვს, „აბრეშუმის გზის“ ფორუმს ქართულ ეკონომიკაში რეალური შედეგები ექნება

„მე ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ინვსტიციების მოზიდვის ცენტრი“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 „დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ფორუმმა კარგი შედეგი შემოიტანა ინვესტიციისთვის. მე ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ინვსტიციების მოზიდვის ცენტრი. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები, ინვესტორები დაინტერესდნენ დღევანდელი ფორუმით. დიდი შეხვედრები აქვთ ჩვენ ბიზნესმენებს თავის უცხოელ კოლეგებთან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. მთავარია ეს აისახოს მომავალში ეკონომიკურ ზრდაში, მეტ სამუშაო ადგილში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ ფორუმს ქართულ ეკონომიკაში რეალური შედეგები ექნება“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

ცნობისთვის, თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics