|
2015-05-07 12:36:34, 1085 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ებანოიძე: რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მნიშვნელოვნად არ მომხდარა. ებანოიძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადახედვა ადეკვატური ნაბიჯია. „ეს ნაბიჯი არ გადადგმულა იმიტომ, რომ სესხების მომსახურებას ეხებოდა, ეს გაკეთდა იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ამ პროცესს ბევრი მიმართულებით შეშველება სჭირდება. კრიზისიდან გამოსვლა ამ ნაბიჯის გარეშეც შეიძლება სხვა სეგმენტების გაძლიერებით, თუმცა ზოგადად ეს არაა მნიშვნელოვანი აწევა“, - აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ. შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%-მდე გაზარდა. ცვლილებების მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციის მოლოდინები დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)