|
2017-11-27 17:28:18, 1430 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი ჟანგს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
„გამორჩეულად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. თუმცა, ჩვენ უკვე დიდი ხანია აზიის განვითარების ბანკს ვესაუბრებით ჩრდილოეთის მიმართულების დაფინანსებაზე, სადაც პოლიტიკური თანხმობა გვაქვს. კერძო სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მიმართულებით აზიის განვითარების ბანკი ასევე საკმაოდ აქტიური იქნება, 300 მილიონზე მეტი აქვთ კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული. აქ ბევრი შესაძლებლობებია, სადაც ბანკი უნდა იყოს და არის კიდეც აქტიური. განსაკუთრებით გამოსაყოფია ენერგეტიკის, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სადაც ბანკი განიხილავს და განახორციელებს ინვესტიციებს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები განხორციელდა გზების შენების, ენერგეტიკის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მათ შორისაა თბილისის და სხვა უფრო პატარა ქალაქების საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროგრამები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფო რეფორმებს, როგორებიცა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა. შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალში ისეთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის და, ასევე, ჩრდილოეთ-დასავლეთის დერეფნები“, - აღნიშნა ვენჩაი ჟანგმა. ამასთან, როგორც მან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებული იქნება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)