13:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 13:37:56, 1746 ნახვა

კომენტარი
ზურაბ პატარაძე: დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა

დღეს საქართველო სასტუმრო „ლეო გრანდში" ტრაგედიის დროს დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს. 

დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

მეოთხე დღეა ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალაქეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვავილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად  სანთლებს ანთებენ.

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენ ქალაქში, ჩვენ რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics