|
2017-11-27 10:58:01, 8624 ნახვა
კულტურა
ქეთევან ფერაძის პროექტი - TERRA MATER „თიბისი არტ გალერეაში“
თიბისი არტ გალერეაში ქეთევან ფერაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - TERRA MATER (დედამიწა) გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ 2016-2017 წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის 23 სურათი, ობიექტი და ინსტალაცია. პროექტი ერთგვარი მოწოდებაა კაცობრიობისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედამიწას. ქეთევეან ფერაძე ნამუშევრების შესაქმნელად სხვადასხვა მასალას იყენებს, მათ შორის: ხეს, მინას, რკინას, ვერცხლს, ბრინჯაოს, სპილენძისა და ალუმინის ფხვნილებს. ასევე, ნატურალურ პიგმენტებს - ფირუზს, მალაქიტს; განგის, წითელი ზღვის, ურეკის და ზანზიბარის ქვიშას. "ჩვენი დედამიწა, TERRA MATER - ერთადერთი ცოცხალი და მგრძნობიარე ორგანიზმია ამ უკიდეგანო სამყაროში... ჩემი ახალი პროექტი TERRA MATER - სივრცობრივი კომპოზიციაა, სადაც შეგნებულად გამოვიყენე მიწის გულიდან ამოღებული სიმდიდრე და კიდევ ერთხელ ვთქვი: გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედას...", - ქეთევან ფერაძე. ქეთევან ფერაძის ნამუშევრების უმრავლესობა შესრულებულია ქსოვილებზე, ასევე გრაფიკაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში როგორც თბილისში, ისე ჰელსინკში, გიოტებორგსა და მოსკოვში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროექტს TERRA MATER თიბისი არტ გალერეა 2018 წლის 21 იანვრამდე უმასპინძლებს.
(R)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)