03:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-26 19:07:49, 1886 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სატრასპორტო პანელის ერთ-ერთი სპიკერი აჰმედ არსლანი იქნება

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის ერთ-ერთი სპიკერი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრი აჰმედ არსლანი იქნება

არსლანმა ეროვნული უსაფრთხოების აკადემია და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო არქიტექტურისა და ოკეანის ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა.

7 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში სტამბოლის გემთმშენებლობის კომპანიაში Pendik Shipyard სხვადასხვა თანამდებობებზე.

იგი ასევე მუშაობდა საზღვაო საქმეთა სამდივნოს სხვადასხვა მენეჯერულ დონეზე. ის  იყო სარკინიგზო, პორტებისა და აეროპორტის მშენებლობის  დირექტორი ტრანსპორტის სამინისტროში.

აჰმედ არსლანი იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი სახელმწიფო აეროპორტების მართვის გენერალურ დირექტორატში, თურქეთის ტელეკომუნიკაციების ჯგუფსა და ფონდ Türk Loydu-ში, ასევე, თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოსა და საზღვაო ასამბლეის წევრი სავაჭრო პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანებაში.

კარიერის დასაწყისში არსლანს გადაეცა „თურქეთის მსოფლიო ჯილდო ინჟინერიაში“ და გახდა საპატიო პროფესორი.

მას ასევე, გადაეცა ჯილდო „2010 წლის ბიუროკრატები, რომლებმაც ნეგატივები პოზიტივებად აქციეს“.

2011 წლის 12 ივნისს იგი აირჩიეს პარლამენტის წევრად ყარსის სარჩევნო ოლქში სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან, 2015 წლის 1 ნოემბერს კი მოხდა მისი მეორე ვადით არჩევა.

არსლანი იყო საპარლამენტო კომიტეტის წევრი დაგეგმვისა და ბიუჯეტის საკითხებში და საზოგადოებრივი სამუშაოების, რეკონსტრუქციის, ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.

იგი ასევე ორი ვადით იყო თურქეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics