|
2017-11-24 18:33:37, 2802 ნახვა
ეკონომიკა
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე - ჭონქაძის 21-ში მდებარეობს. აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს. https://www.eauction.ge/Home/EntityView/482259 (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)