03:45 - 14 Aug, 2026
|
2017-11-24 17:42:47, 1434 ნახვა
სხვადასხვა
რომელი კერძი მიირთვა ჰიტლერმა სიკვდილის წინ
ისტორიკოსმა შტეფან დიტრიხმა, ადოლფ ჰიტლერის მზარეულ–დიეტეოლოგის კონსტანცია მანციარლის წერილები გაშიფრა. გამოცემა Focus–ის ინფორმაციით, წერილებში აღწერილია ჰიტლერის რაციონი და ის კერძი, რომელიც მან სიკვდილის წინ მიირთვა. 1944 წელს ფიურერმა მანციარლი გაიცნო, რომელიც სამხედრო საავადმყოფოს სამზარეულოში მუშაობდა. ის ჰიტლერის დიეტოლოგად დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. თავის წერილებში ქალი წერდა, რომ ჰიტლერი მუდმივად ჭამდა ნამცხვრებსა და ტორტებს: "ჩემი სამსახურის დროის უმეტესი ნაწილი, ტორტების გამოცხობაში მიდიოდა", - წერს მანციარლი. 1945 წლის 30 აპრილს, ჰიტლერმა ბუნკერში მანციარლი გამოიძახა და შემწვარი კვერცხისა და კარტოფილის პიურეს გაკეთება მოსთხოვა. მზარეული ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც ფიურერის სიკვდილის შესახებ გაიგო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)