10:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 15:23:22, 1918 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანის მიზეზს განმარტავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ, ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირების მიზეზს განმარტავს.

„ვენეციის კომისიამ როდესაც გამოგვიგზავნა თავისი პირველი დასკვნა, იქ შენიშვნები ასახული არ იყო. უკვე მეორე დასკვნაში ასახული იყო დამატებითი შენიშვნები, გვიწევს დამატებითი შენიშვნების შესაბამისად ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება. ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დაგვჭირდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ, ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ვენეციის კომისიისგან ძალიან დადებითი შეფასება მიიღეს:

„კომისიას ჰქონდა ძალიან პოზიტიური მიზანი, იყო პოზიტიური პოლიტიკური ნება, რასაც ეფუძნებოდა კომისიის საქმიანობა, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩამოყალიბდა ძალიან დახვეწილი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის. ვენეციის კომისიისგან ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასება ყველა მიმართულებით. იყო რამდენიმე შენიშვნა, რომელიც იქნება გაზიარებული ახალი ცვლილებების სახით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ახალმა კონსტიტუციამ ახალი კონსტიტუციური დღის წესრისგისთვის ძალიან მყარი საფუძველი უნდა შექმნას:

„ვფიქრობთ, ეს დღის წესრიგი იქნება ძალიან გამართული და დემოკრატიული“,-განმარტა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics