|
2017-11-24 12:55:07, 1972 ნახვა
სამართალი
„ალ-ჯაზირა“: საქართველოს ოფიციალური პირები ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, რის გამოც, ამ თემით სპეკულირება ხდება
საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებთან ერთად, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“–ც გამოეხმაურა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, „საქართველოს ოფიციალური პირები, მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ. ინფორმაციის ნაკლებობამ კი ამ ამბით სპეკულაცია გამოიწვია“. „ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ მოქალაქეობას ან ეთნიკურ კუთვნილებ "მნიშვნელობა არ აქვს ".– წერს „ალ-ჯაზირა“. ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი. „ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები,საიდან იყვნენ. მაგრამ ინციდენტი უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას. შესაძლოა გამოძიებამ სრულიად სხვა რამ დაადგინოს, მაგრამ პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო. აგრესიული მიმართვები გავრცელდა“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა „ალ–ჯაზირა“–სთან საუბარში. გამოცემამ ქართულ მედია საშუალებებზეც ისაუბრა და ქარტიის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქარტიამ, მედია ორგანიზაციებს მეტი პასუხიმგებლობიკენ მოუწოდა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისგან თავის შეკავება მოსთხოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)