|
2017-11-22 16:36:54, 2782 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი თელავში
თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, „თეგეტას“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მომხმარებელს დახვდება უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარა თეგეტა აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს მოემსახუროს. თელავის განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში და სხვა. „თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 22 ფილიალით არის წარმოდგენილი.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)