06:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 16:16:36, 1841 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, კოკინაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 1240 კვ.მ ფართობზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოძველებული მილები ახლით შეცვალა.

კოკინაკის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.

პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 72 092 ლარია. ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დასრულდება.

(NS) 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics