|
2017-11-22 13:51:30, 2051 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს
„თიბისი ბანკი“ სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ პროდუქტს - სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს. „თიბისი ბანკი“ პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას, ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს. „თიბისი ბანკი“ ფერმერებს სტარტაპ აგროსესხით სარგებლობისას გრძელვდიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. საშეღავათო პერიოდი სხვადასხვა დარგისთვის განსხვავებულია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ განხორცილებულმა ინვესტიციებმა ეკონომიკური სარგებლის მოტანა დაიწყოს. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ ახორცილებს აღებული სესხის ძირი თანხების დაფარვას. სტარტაპ აგროსესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 500,000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტა ში. სესხის მაქსიმალური ვადაა 7 წელი. იმისათვის რომ ფერმერმა შეძლოს პროდუქტით სარგებლობა, მას უნდა გააჩნდეს გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის იმ კონკრეტულ დარგში, რომელშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ამავდროულად, პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით აღებული კრედიტები შესაძლებელია გაიცეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და მსესხებლი მიიღებს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან. თიბისი ბანკი ფერმერებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. „თიბისი ბანკის“ აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ვაზის სხვადასხვა ჯიშის გასაშენებლად. კახეთისთვის ვაზის ეს ჯიშებია: მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლისათვის - გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური. იმერეთისათვის - ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური. სამეგრელოსთვის - ოჯალეში, გურია აჭარისათვის - ჩხავერი, ხოლო რაჭისათვის ალექსანდროული და მუჯურეთული. ფერმერები ვაზის გასაშენებლად ისარგებლებენ იმავე პირობებით, რაც აგრო-საინვესტიციო სესხის ფარგლებში მოქმედებს, კერძოდ, მოითხოვება გამოცდილება და მიწის საკუთრებაში ფლობა. „თიბისი ბანკის“ ახალი აგრო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლელია თიბისი ბანკის ფილიალებში.“ (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)