00:13 - 21 Aug, 2026
|
2017-11-22 11:45:24, 1866 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავებულ სპეცრაზმელს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმის თანამშრომელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 16 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებს და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. ამასთან, იმ კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე ჯავშანტექნიკაც შეიყვანეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)