08:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 17:01:54, 2632 ნახვა

მსოფლიო
უკრაინიდან ბელარუსი დიპლომატი გააძევეს

ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი უკრაინიდან გააძევეს.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა. მისი სახელი და გვარი უცნობია.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მინსკში, იგორ სკვარცოვი, ბელარუსში პერსონა ნონ გრატად გამოცხადეს.  მიზეზი "უკრაინული რადიოს" კორესპონდენტის, პაველ შაროიკოს დაკავება გახდა, რომელსაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სკვარცოვი და შაროიკო უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები არიან. მათივე მტკიცებით, შაროიკომ აგენტური ქსელი შექმნა, რომელიც "სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ინფორმაციის დაგროვების ხასიათს ატარებდა", ხოლო სკვარცოვი ამ სამსახურს კურირებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics