18:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 12:08:56, 2000 ნახვა

სხვადასხვა
„აჭარული ხაჭაპური-ბედნიერი ადამიანების საჭმელი“ - BBC სტატიას აქვეყნებს

აჭარული ხაჭაპურის შესახებ ამჯერად ბრიტანული გამოცემა BBC წერს.

"ხაჭაპური - გემრიელი, მიმზიდველი, ყველით სავსე პური. ბევრ მცხობელს სჯერა, რომ ამ კერძს მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ქმნიან", - ასე აღწერს ქართულ კერძს სტატიის ავტორი დევიდ ფარლეი.

როგორც ავტორი თავის სტატიაში წერს, რომ მან თავის ქართველ მეგობრებთან ერთად აჭარული ხაჭაპური სურამთან, რიკოთის უღელტეხილზე გზის რესტორანში მიირთვა და გაოცებული დარჩა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აჭარული ხაჭაპურის პოპულარობიდან გამომდინარე, რომ ეკონომისტებმა "ხაჭაპურის ინდექსი" შექმნეს, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე "ბიგ მაკის ინდექსი".

ავტორი ასევე ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ ქართველების 88% პიცას ხაჭაპურს ამჯობინებს. ჟურნალისტი სტატიაში ხაჭაპურის დამზადების დეტალებსაც ჰყვება.

სტატიაში აღნიშნნულია, რომ აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიულ იდენტობას უსვამს ხაზს და ამ კერძის ვიზუალი ამის მაჩვენებელია. ავტორი წერს, რომ ხაჭაპურის ფორმა, ასახავს იმას, რომ ის საპორტო რეგიონიდან არის და აჭარლები გემების კარგი მშენებლები იყვნენ, ყველი ზღვას უტოლდება, ხოლო შუაში ჩაგდებული კვერცხი მზის სიმბოლოო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics