05:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:20:24, 2044 ნახვა

საზოგადოება
მერია მუხიანში მდებარე ყოფილი საბავშვო-ბაღის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მუხიანში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„ვეხმაურებით, თბილისში, მუხიანის პირველ მ/რ, კორპ. N1-ში (საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.087) მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (ხის ფიცრულები) დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა, რის შემდგომაც, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ჯგუფი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე გავიდა და მოსახლეობას გაესაუბრა.

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობები და შემოღობვები, თბილისის თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა. ამჟამად, საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზნით, სამსახური წითელი ხაზების დასაზუსტებლად აზომვით სამუშაოებს იწყებს. ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 27 თანამესაკუთრეზეა რეგისტრირებული“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics