|
2017-11-17 16:05:12, 3036 ნახვა
სამართალი
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის და აკადემიკოსის, გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. გიორგი ბარათელი მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. თავდაპირველად მან გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა, მოგვიანებით კი, ჩვენება შეცვალა და აცხადებდა, რომ დამნაშავე არ იყო. თუმცა, დღეს საპატიმროს დატოვების შემდეგ ბარათელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილია. “მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ“, - გიორგი ბარათელმა. კითხვაზე - რა ინტერესი ჰქონდა ყოფილ მსჯავრდებულს აკადემიკოსთან, ბარათელმა განაცხადა, რომ "არანაირი". ამასთან, ბარათელმა მკვლელობის მოტივზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და დასძინა, რომ "ყველაფერი სასამართლო პროცესზე ითქვა".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)