|
2017-11-17 12:26:54, 2462 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინიტროს თანამშრომლებს მიმართავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს მიმართავს. როგორც მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, მისთვის დიდი პატივია, რომ მიეცა შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალთა გუნდს. ამასთან, ბახტაძე აცხადებს, რომ მოადგილეებსა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაავალა, მაქსიმალურად მოხდეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივების მიღება და წახალისება. „მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით წლების განმავლობაში თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ერთგულად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის. თქვენი უშუალო მონაწილეობით ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები, რომელთა საბოლოო მიზანიც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად განვაგრძოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ქვეყნისთვის საჭირო ყველა აუცილებელი და ძირეული რეფორმა, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. წარმატებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს. მე უკვე მივეცი დავალებები მოადგილეებსა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივების მიღება და წახალისება, რადგან მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საქმიანობენ სამინისტროს სისტემაში, აქვთ სწორი ხედვა თუ როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. ამასთან ერთად, მინდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მომმართოს იდეითა და წინადადებით. ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა. როგორც აღვნიშნე, ჩვენს მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ უკეთესი სტანდარტებით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს ვთხოვო აქტიურად იყოთ ჩართული სამუშაო პროცესში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღირებულება შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)