03:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 11:17:10, 1899 ნახვა

საზოგადოება
„სტარტაპ დაზღვევა" - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას" სთავაზობს.

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.

სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში  სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.

ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა; 

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები; საგნების დაცემა; ხანძარი, აფეთქება.

ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.

პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.

ქონების დაზღვევა  მოიცავს: რემონტს და მოპირკეთებას;  სასაწყობე მარაგების დაზღვევას;  მანქანა -დანადგარების დაზღვევას; პასუხისმგებლობის  დაზღვევას მესამე პირის წინაშე; დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას.

„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.

„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია  „სტარტაპერის" ვებგვერდზეwww.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო  პროდუქტების შესახებ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics