|
2017-11-16 17:05:10, 2253 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7200 ლარად არის შესაძლებელი. გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.7025 - 2.7275. გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7050 კურსით დაიწყო და 0.55% -იანი გაუფასურება ფიქსირდება. ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7200 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7050 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ნოემბრის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.6344-დან 2.7200-მდე მერყეობდა. ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7039 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6955 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)