|
2017-11-16 16:45:36, 2058 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის ტრეფიკინგის თემაზე კონფერენცია ჩატარდა
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის კონფერენცია გაიმართა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა". იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 104-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონფერენციისთვის 40 სტუდენტი შეირჩა. ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის კუთხით სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. კონფერენცია სტუდენტებისთვის უფასო იყო და ის იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის რესურსებით ჩატარდა. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)