|
2017-11-16 13:12:52, 2411 ნახვა
სამართალი
საქართველოს და გერმანიის შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას გაფორმდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ჰაიკე ფაიჩიმ “საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის მიერ საერთო თუ მსოფლიო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას. ამასთან, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში. სუს-ის ცნობით, შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)