00:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 20:42:45, 1815 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ ოთხ ქვეყანასთან ერთად სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას მოაწერა ხელი

აშხაბადში ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის"  შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი პროექტში ჩართული ქვეყნების - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის" შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ პროექტში ჩართულობით საქართველო გახდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის მონაწილე.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ეს არიან  ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი.  ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით  და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის,  საქართველოსთვის და რეგიონისთის. ვეს არის ჩვენი პოლიტიკის  მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ  საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმალობაში დინამიურად ვითარდება  და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას.

ქ. აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლეგას, თურქმენეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. ასევე მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics