06:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 11:27:53, 2026 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი წარადგინა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას მიხეილ ჩხენკელი შეცვლის.

როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის  საქმეთა მართვის კომპონენტი.

„მიხეილი ჩხენკელი თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  პრორექტორია და მას კარგად  იცნობენ აკადემიურ წრეებში. ის პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან აშშ-ში დაამთავრა პენსილვანიის უნივერისტეტის დოქტორანტურა.  ბატონი მიხეილი  20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის, პენსილვანიის უნივერისტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის . იგი კითხულობს ლექციებს აშშ-ში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics