19:00 - 18 Jun, 2026
|
2017-11-10 18:26:51, 2480 ნახვა
სამართალი
ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო
ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, უკვე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზა. როგორც ოჯახი, ისე არასამთავრობო სექტორი ითხოვდა, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, სწორედ პროკურატურას ეწარმოებინა, ვინაიდან საქმეში პოლიციელები ფიგურირებენ. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, მომხდარის მიზეზი სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლა გახდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)