01:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:54:20, 1808 ნახვა

საზოგადოება
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ქ. თბილისის სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და  ეროვნული  სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას უკვე ორი წელია ახორციელებს. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics