|
2017-11-09 19:32:27, 2234 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩერქეზიშვილი „გაზელ ფაინანსის“ მიერ ინვესტირებული ობიექტის გახსნას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი რესტორნების ქსელ „დეგუსტოს“ ახალი ობიექტის გახსნას დაესწრო, რომელიც „გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიციით შეიქმნა. გახსნის ცერემონიალს ასევე “გაზელ ფაინანსის” აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში ჯოშ დოუმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ეს არის „გაზელ ფაინანსის“ პირველი პროექტი საქართველოში, რომლის ფარგლებში დასაქმდება 100 ადამიანი. დაფინანსება შეადგენს 700 ათას აშშ დოლარს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მსგავსი ტიპის ფონდების როლი და საქართველოში მათი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება აღნიშნულ პროექტს და მოხარული ვართ, რომ ამ პროექტში არის ჩართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი, რომელიც იღებს ამ პროექტში მონაწილეობას“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ჩერქეზიშვილმა. „გაზელ ფაინანსი“ ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც კერძო წარმომადგენლობებს ფლობს ევრაზიის რეგიონში. „გაზელ ფაინანსის“ მიერ „გაზელ ფონდის“ დაფუძნება რეგიონში ზრდის მის პოტენციალს და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას ემსახურება. (NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)