|
2015-05-05 13:41:29, 456 ნახვა
საზოგადოება
პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა
სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ - შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა გახსნეს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს, რომლის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი საყოფაცხოვრები ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი შვედეთის მთავრობაა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 71 მუნიციპალური და რეგიონული შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედორვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ მიერ, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული ნიადაგისა და წყლის ნიმუშების ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის საფუძველზეც დადგინდა სხვადასხვა დამაბინძურებელი კომპონენტის მიერ აღნიშნული ტერიტორიების დაბინძურების ხარისხი. შემაჯამებელ ეროვნულ შეხვედრაზე შეფასდა სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე. შემუშავდა რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. პროექტის ფარგლებში, არასამათავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ მიერ, შეგროვდა მონაცემები ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ. მოეწყო დასუფთავების აქციები. 2014 წლის 1 მარტს, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ, გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით „სუფთა რეგიონი“, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, უბნის, ქუჩის გამოვლენა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, კონკურსის ფარგლებში შემოსული ინფორმაციისა და ჩატარებული აქციების შეჯამების შედეგად, 2014 წლის სუფთა რეგიონის წოდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მიენიჭა. სუფთა მუნიციპალიტეტი - ახმეტის მუნიციპალიტეტს და სუფთა სოფლის წოდება კი, სოფელ ჭითაწყაროს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მიენიჭა. მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარემოსდაცვით პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს. „ჩვენ წარმოვადგენთ დონორ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება მთავრობასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იმისათვის რომ მოხდეს ცხელი წერტილების აღმოჩენა. აღმოჩენილი ცხელი წერტილების დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია. პროექტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს მაშტაბით შესაბამისი დაბინძურების ნეიტრალიზაცია და შემცირება. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და იმედი გვაქვს რომ ერთობლივად ამ პრობლემას მოვაგავრებთ“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)