|
2017-11-08 12:25:35, 1863 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა, 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური გამოცემა დღეს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა მეტროპოლიტენის და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს. გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო. 1879-1885 წლებში „ივერია“ ჟურნალის სახით გამოდიოდა, 1886 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა. „ივერია“ ემსახურებოდა ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეს და ასახავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისე მისი რედაქტორისა და თანამშრომლების განმანათლებლურ იდეებს. გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. განსაკუთრებულია „ივერიის“ როლი ქართული მწერლობის განვითარებაში. სხვადასხვა დროს გაზეთში გამოქვეყნდა დიდი ქართველი მწერლების აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვათა ნაწარმოებები. 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა. (NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)