|
2017-11-07 19:51:47, 2223 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნეს. კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებს წარმოადგენენ, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მთავრობის ხედვის შესახებ საპენსიო სქემის ჩამოყალიბასთან დაკავშირებით. სხდომაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს მოსაზრებები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ. გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობა აღნიშნულ საკითხზე შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)