23:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 11:31:38, 1471 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის ელჩი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ეწვია. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირადად უმასპინძლა და არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" დაათვალიერებინა.

1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იაპონიის ელჩის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია  გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ისე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები. მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი აშენება, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა და დღემდე 15-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენა  - "რეპრესიები საქართველოში" - 24 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.­

ავტორი: ,

სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics