|
2017-11-04 16:47:30, 5418 ნახვა
Lifestyle
არქიტექტურისა და მოდის თვალსაზრისით, 2017 წლის ყველა ელეგანტური ქალაქები დასახელდა
მსოფლიოს არქიტექტურისა და მოდის თვალსაზრისით 2017 წლის ყველაზე ელეგანტური ქალაქები დასახელდა, - ამის შესახებ Zalando იუწყება. შესაბამისი რეიტინგი თვითონ ონლაინ პლატფორმა Zalando-მ შეადგინა. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქების შერჩევა 9 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. კერძოდ რეიტინგის შედეგების დროს, ყურადღება მიაქციეს ქალაქების არქიტექტურას, ქუჩების სისუფთავეს, მოდას, და სატრანსპორტო უზრუნველყოფას. სულ რეიტინგში 80 ქალაქია შესული. რეიტინგის შედგენაში 5 ათასამდე ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურეს. "ჩვენ ვიცით, რომ ელეგანტურობას ვერ იყიდი და დიდ ფულს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოხდენილობის მცნება რთულად დასაკონკრეტებელია, თუმცა როდესაც ტენდენციები იცვლება, ჭეშმარიტი ელეგანტურობა არასდროს გადის მოდიდან. ელეგანტურობა არის გემოვნების, დამოკიდებულების და ადამიანის საუკეთესო მხარის მაჩვენებელი. ელეგანტურობის საიდუმლო შესაძლოა 2-ევროიანს შარფშიც, ლამაზ პარკში გამართულ პიკნიკში და კარგი წითელი ღვინის ჭიქაშიც გამოიხატოს", - ამბობენ გამოცემაში. რეიტინგის შედგენის დროს, ქალაქებმა 9 სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი ქულები მიიღეს. ამის შემდეგ მიღებული ნიშნები შეჯამდა და ქალაქმა საბოლოო ქულა მიიღო. პირველი ადგილი ყველაზე ელეგანტური ქალაქების სიაში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს ერგო. მეორე ადგილს ლონდონი, ხოლო მესამეს ვენა იკავებენ. დარჩენილი ადგილები ასე გადანაწილდა: მე-4 ადგილი - ვენეცია, მე-5 ადგილი - ფლორენცია, მე-6 ადგილი - ბარსელონა, მე-7 ადგილი - ნიუ-იორკი, მე-8 ადგილი - ბორდო, მე-9 ადგილი - მილანი, მე-10 ადგილი - რომი. ბოლო მე-80 ადგილს სტამბოლი იკავებს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)