05:03 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 16:24:47, 2432 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი გამოვიდა ინიციატივით, 21 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის, სპეციალური სია შეიქმნას, სადაც დამოუკიდებლობის მომხრეები იქნებიან ჩაწერილი, - ამის შესახებ El Mundo იუწყება.

პუჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ "დადგა დრო ყველა დემოკრატი გაერთიანდეს" და მადრიდს მოუწოდა "პოლიტიკური პატიმრების" გაათავისუფლოს.

მანამდე პუჩდემონმა განაცხადა, რომ რეგიონის არჩევნებში მონაწილეობას პირადად მიიღებს.

ცნობისთვის, ესპანეთმა კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. კატალონიის ყოფილი მეთაური ამჟამად ბელგიაში იმყოფება. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მას უსაფრთხოების გარანტიები ექნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics