|
2017-11-04 11:37:36, 2141 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაცია წარმატებულია და ამავე დროს გრძელვადიანი პროექტია
„ლარიზაცია წარმატებული და ამავე დროს, გრძელვადიანი პროექტია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას წარმოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ლარიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სინდრომი. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი მაგალითი ნახოთ, როდესაც ქვეყნები ანალოგიურ სინდრომს ებრძვიან და შესაბამისად, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, იყო იმ საუკეთესო გამოცდილების ნაკრები, რომელიც შევაგროვეთ. გარდა ამისა, აღნიშნული რეფორმა სრულად იყო გავლილი საერთაშორისო ექსპერტებთან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან მოიყვანა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სესხების ლარიზაცია 34.9%-დან 43%-მდეა გაზრდილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 70% კი დღეს ლარშია გაცემული. „სწორედ ეს მოხსნის იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)