08:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:33:25, 1892 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა

„2009 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის 33%, 2010 წელს - 36%, 2011 წელს - 32%, 2012 წელს - 28,5%  2016  წელს  ჩვენ 21,5%-ზე ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 300 ათასი ადამიანით ნაკლები გვყავს, ძალიან ბევრი გაჭირვებულია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო 2016 წელს არჩევნების წინ, როდესაც 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა და შემდგომ უკვე 2016 წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი დაამტკიცა, არის სწორი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ყველაზე ადრე შევამცირეთ გადასახადები და შევამცირეთ სწორედ ის გადასახადები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმარება ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმით მთავრობამ 2017 წელს 370 მილიონი ლარი კერძო სექტორს რეინვესტირებისთვის დაუტოვა.

„მოგების გადასახადის რეფორმა არის მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისთვის გაწეული რეფორმა. დიდი ბიზნესი ყოველთვის ახერხებს ფულზე წვდომას. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ის საწესდებო კაპიტალი, რომ მოახერხოს აღნიშნული თანხით დამატებითი სახსრების მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics