|
2017-11-04 09:32:50, 1984 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპოზიტებს ლარის კურსზე გავლენა არ მოუხდენია
ბანკებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებულ ფულს რომ გავლენა ჰქონდეს კურსზე, რა თქმა უნდა, ამ ინსტრუმენტს ჩვენ არ გამოვიყენებდით, მაგრამ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის მიერ განთავსებული დეპოზიტების საკითხზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. „სადაც ხაზინა განვითარებულია, ხდება ამ მექანიზმის გამოყენება და ჩვენ ამ ოპერაციებს გავაგრძელებთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან დეპუტატებს წარუდგინა გრაფიკული მაჩვენებლები, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ხაზინის მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების და რეფინანსირების სესხების დინამიკა. „დღეს ჩვენ ეკონომიკაში ჩვეულებრივი ზიარჭურჭლის პრინციპი გვაქვს, როდესაც, ერთი მხრიდან, აწვდი და მეორე მხრიდან კი - აბალანსებ. რამდენი დეპოზიტიც ჩვენ განვათავსეთ კომერციულ ბანკებში, ზუსტად იმდენით შეამცირეს კომერციულმა ბანკებმა რეფინანსირების სესხების აღება ეროვნული ბანკიდან. აბსოლუტურად სარკისებურად არის ასახული ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან და ამას ლარის კურსზე არა აქვს გავლენა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველომ საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციები გაიარა, რომელთა დასტურითაც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)