08:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 16:35:46, 1836 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფლაციის მოთოკვის ყველანაირი ინსტრუმენტი გაგვაჩნია

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ლარიზაციასთან დაკავშირებით,  "ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძის შეკითხვას უპასუხა. 

"ლარიზაცია ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რყევებზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე ორი მიმართულებით. პირველი-როდესაც ისინი სესხის გადასახადს იხდიან კომერციულ ბანკებში და მეორე- როდესაც ფასები ძვირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მოთოკვის ყველანაირი ინსტრუმენტი გაგვაჩნია და შესაბამისად, აქ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?, - ოთარ კახიძის ამ შეკითხვაზე პასუხისას დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებს დაეყრდნო.

კერძოდ, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით  რეგიონში საუკეთესოა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წევრისთვის ოთარ კახიძისთვის გაუგებარია, როგორაა ლარიზაციის პროგრამა წარმატებული მაშინ, როცა ლარი პროგრამის ამოქმედებიდან  კიდევ უფრო უფასურდება.

ოთარ კახიძემ ამ შეკითხვით  ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა,  სადაც  ქუმსიშვილმა დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის  გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა:

"თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და ეს უნდა გააგრძელოთ, მაშინ, როდესაც შარშან ამ დროს ლარის კურსი იყო 2.41, ახლა არის 2,62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. როცა გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია. რანაირად არის წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე? რისი ბრალია ლარის გაუფასურება, ქადაგიძის ბრალია, საგარეო ფაქტორების და შოკების ბრალია, მოსახლეობის არასწორი მოლოდინების ბრალია, თუ ლარი კი არ უფასურდება,  დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის, რომელია აქედან სწორი? მეორე,  მაინტერესებს როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?",-მიმართა ოთარ კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics