05:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 16:14:52, 2366 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს უკრაინის სასამართლო 22 ნოემბერს განიხილავს

უკრაინის უზენაესი სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს 22 ნოემბერს განიხილავს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან სიმბოლურია სასამართლოს გადაწყვეტილება, სხდომა 22 ნოემბერს დაენიშნა, რადგან ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, 22 ნოემბერი თავისუფლებისა და ღირსების დღეა.

"როგორც იქნა, ბიუროკრატიასთან 3-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ შევძელით იმ დოკუმენტების მიღება, სადაც ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ წერია. ასევე შევძელით პრეზიდენტ პოროშენკოს არაკანონიერი განკარგულების გასაჩივრებაც. ძალიან სიმბოლურია, რომ უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დანიშნა სხდომა 22 ნოემბერს, რადგან 22 ნოემბერს თავისუფლებისა და ღირსების დღე აღნიშნება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სასამართლოში აღვნიშნავთ. შემოგვიერთდით, 22 ნოემბერს 10:00 საათზე უზენაეს სასამართლოში", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი, პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics