|
2017-11-03 14:50:18, 1930 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, 2014 – 2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაძლიაა. „2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი ეკონომიკა გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს ყველაზე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)