|
2017-11-03 14:36:22, 1789 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მილიონ ადამიანს, არამედ 2.3 მილიარდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ეს შეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)