|
2017-11-02 18:12:31, 2236 ნახვა
სამართალი
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა
„უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადაციის პროცესი შესაძლებელია 1 წლამდე ვადით გაგრძელდეს“,-ამის შესახებ „იმედს“ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განუცხადა. პროკურორის თქმით, ქართული მხარე უკრაინის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. „შესაბამისად ველოდებით, უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,-აღნიშნა პროკურორმა. მანვე განმარტა, რომ საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა 1 წელია. „საქართველოს პროკურატურამ ამ ეტაპზე მოაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექტრადაციის საკითხი. აქედან გამომდინარე დამატებით მონაცემებს ვერ მოგახსენებთ, გარდა იმისა, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“,-განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)