|
2017-11-02 15:33:54, 2101 ნახვა
სამართალი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის ყალბი პასპორტები აღმოაჩნდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავა 2012 წლიდან იძებნება და მის წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით არის აღძრული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს. "საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი. ყველა პასპორტში მისი ფოტოსურათია. ასევე ნაპოვნია მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურაა დაწყებული“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა გუშინ, უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის ქარდავას მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ქართული მხარის მოთხოვნით, ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)