02:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 11:41:30, 2082 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მუშაობა მიმდინარეობს, რომ მეგის ქარდავა ქართულ მხარეს გადმოეცეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში  ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას გამოეხმაურა.

“კარგი თანამშრომლობა შედგა ქართულ და უკრაინულ სამართალდამცველ უწყებებს შორის. ამჯერად ქართული მხარე სამართლებრივ ნაბიჯებს განაგრძობს, რომ ექსტრადირების პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და მეგის ქარდავა ქართულ მხარეს გადმოეცეს,”- განუცხადა „იმედს“ წულუკიანმა.

 საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა  ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა დააკავეს.

უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics