|
2017-11-01 17:37:12, 1813 ნახვა
კომენტარი
გოცირიძის თქმით, ენმ-ს მმართველობის დროს წინა საახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა
საპარლამენტო ფრაქცია ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯრომარე რომან გოცირიძე ლარის დევალვაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ზაფხულის ან ზამთრის კლიმატი ლარზე გავლენას არ ახდენს, თუ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა სწორად წარიმართება. ‘’კვლავ გრძელდება სეზონური გაუფასურება ლარის, შარშან ეს დაიწყო ნოემბრის თვეში და ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის პანიკური მდგომარეობა, ყოველივე ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე მძიმედ აისახა, დღეს ეს სეზონური დაავადება ერთი თვით ადრე დაიწყო, ამბობენ, რომ ახალი წლის მოახლოების ბრალია ან სხვა სეზონური ფაქტორების, მაგრამ იმ ცხრა წელზე რატომ არ მოქმედებდა და პირიქით შემოდგომაზე და წინა საახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა. ეროვნული ბანკის საიტზე შედით, ნახეთ სტატისტიკა, სადაც სჩანს, რომ ზაფხულის ან ზამთრის კლიმატი ლარზე გავლენას არ ახდენს, თუ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარიმართება სწორად. მთავარი მიზეზია საქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლება და ფინანსთა სამინისტრო, რომლებიც უგუნურად იქცევიან. უგუნურების ერთ-ერთი მაგალითია, ფინანსთა სამინისტრომ, ანუ მთავრობამ, კომერციულ ბანკებს ასესხა 500 მილიონი ლარი. მანამდე გასესხებული ჰქონდა დაახლოებით 150 მილიონი და დღეს 650 მილიონით არის ხაზინიდან დაკრედიტებული კომერციული ბანკები. გსმენიათ ოდესმე, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ბიუჯეტი კომერციულ ბანკებს აკრედიტებდეს? სად მომხდარა ეს? ამას ემატება 1.7 მილიარდის ოდენობით ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსებისთვის გაცემული სესხები. მთლიანობაში ხელისუფლებამ ბანკებს მისცა ბაკნების მიერ მოზიდული სახსრების 10%-ზე მეტი. რომელ ქვეყანაშია ასე?” - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)