19:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:33:21, 1899 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას ეითნი თრინორი გაუწევს

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტი, მრავალი კონფერენციის პროფესიონალი მოდერატორი და ფასილიტატორია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის დუბაიში მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ატარებს  ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განვითარების საკითხებზე.

ეითნი თრინორი OPEC-ის კონფერენციებისა და ვებტრანსლაციის ოფიციალური მოდერატორია. იგი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვებოდა და მოდერატორობას უწევდა მრავალ საერთაშორისო ფორუმს, მათ შორის ისეთ კონფერენციებს, როგორიცაა SPE ყოველწლიური ტექნიკური კონფერენცია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, WFES, ADIPEC, მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, აფრიკის გლობალური ბიზნესფორუმი და ა.შ.

თრინორი არის CNBC Arabia-ს  სპეციალური კონსულტანტი. იგი ასევე ამზადებდა სატელევიზიო ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტად მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ABC News, Sky News, BBC World და CNBC Europe.  მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპაში ტელეკომპანია Bloomberg-ის დაარსებაში.

თრინორის რესპოდენტების სიაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წამყვანი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი და მაღალი რანგის ბიზნესმენია.

თრინორს დამთავრებული აქვს დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და კოლუმბიის კოლეჯი ჩიკაგოში. ეითნი თრინორი ასევე ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/148-eithne-treanor

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics