21:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 11:34:14, 3695 ნახვა

კულტურა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება, რომელიც საქართველოში წელს უკვე მეცხრედ გაიმართება. 

4 დღის განმავლობაში, თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან და ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან. 

ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის მუკისის და კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზსა და „ფაბრიკაში".

ქართველი მსმენელისთვის რეპერტუარის გაცნობასთან ერთად, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები ყოველდღიურ მასტერკლასებსა და გაკვეთილებს ჩაატარებენ კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის.

ფესტივალი 1 ნოემბერს დაიწყება და 4 ნოემბერს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია დარბაზების სალაროებში, ასევე ვებგვერდებზე -   www.biletebi.ge;  www.tkt.ge. („ფაბრიკაში" კონცერტზე დასწრება თავისუფალია).

ფესტივალის პროგრამის, ასევე მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე -  Tbilisi wind fest

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics