|
2017-10-31 18:11:41, 1837 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ქართულ-ესტონური ურთიერთობები მომგებიანი და უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელია
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ქართულ-ესტონური ურთიერთობები მომგებიანი და უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელია როგორც ქართველი ასევე ესტონეთის მოსახლეობისათვის“,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგა კერსტი კალიულაიდის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო და ესტონეთი კოორდინირებული მუშაობით იმ გზას წარმატებულად გაივლის, რომელიც დასახული აქვს. „მე ასევე მჯერა, ის ნათელი ხედვა, რაც თქვენ გაგაჩნიათ, გააჩნია ჩვენს ესტონელ მეგობრებს, უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ, უფრო უკეთეს მომავალს არამხოლოდ ქართველებისთვის და ესტონელებისთვის, არამედ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, სადაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ევროპული, ევროატლანტიკური გარემო და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობით ჩვენ მომავალშიც იმ გზას, რომელიც დასახული აქვს საქართველოს და ესტონეთს წარმატებულად გავაგრძელებთ“,-განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს როგორც ქართველებისთვის ასევე ესტონელებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია. „ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელმაც შეძლო 100 წლის წინ რესპუბლიკის ჩამოყალიბება, ვთხოვე, რომ მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ღონისძიებებში, იმ აქცენტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნები 100 წლის წინ, მერე იყო კიდევ ერთი ისტორიული უსამართლობა იმიტომ რომ ვიყავით დაპყრობილები და ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ახლა როდესაც ისევ გავხდით დამოუკიდებლები ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დრო მიღებული შეთანხმებები კიდევ უფრო წინ წასწევს ქართულ-ესტონურ ურთიერთობებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)