|
2017-10-31 14:54:04, 2204 ნახვა
სამართალი
საია ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას სასამართლოში ასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის გაუქმებას სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია აღნიშნული: „ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე პროკურატურამ გამოძება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. როგორც დაზარალებულის სტატუსის მოხსნის, ასევე საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის დადგენილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა და მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებები არის დაუსაბუთებელი და პასუხს არ ცემს იმ მნიშვნელოვან კითხვას, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ირაკლი ხოფერიას საქმეზე გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. თავდაპირველად მას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა და ამ სტატუსის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გამოძიების მიმდინარეობისას ირაკლი ხოფერიამ მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)