14:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 10:34:47, 1975 ნახვა

სამართალი
ხუციშვილი: სანამ არ გვეცოდინება მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნა, პოლიციის მისამართით ბრალდებებზე საუბარი ნაადრევია

შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე შალვა ხუციშვილი თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ხუციშვილის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ჩანაწერებში ასახულია  ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაფიქსირებული დაკავების ფაქტი.

რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროვებას და სხვა ინფორმაციას, ხუციშვილი ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა.

„კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია. ჩვენ პროკურატურას მივაწოდეთ კამერების ჩანაწერები“,–განაცხადა შალვა ხუციშვილმა და დასძინა, რომ თუ რატომ არ ჩანს  დაკავების მომენტი, მიმდინარე გამოძიება დაადგენს:

„პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ საქმეზე რაც შეიძლება მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან. ყველა ჩანაწერი, რაც კი ამ კამერას აქვს დაფიქისრებული, მიეწოდა. მე ზუსტად არ მინახავს ჩანაწერები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ არის მომენტები, მათ შორის ცუდად გახდომის მომენტები უნდა ჩანდეს, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა გამოკითხონ ყველა შესაბამისი პირები. სანამ არ გვეცოდინება მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რაიმე ბრალდებებზე პოლიციის მისამართით, ან დეტალებზე, ან შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“,–განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს,  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცავალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics